კონფიდენციალურობის პოლიტიკა
განახლდა: 2026 წლის 30 ნოემბერი
gadmoricxe.ge („ჩვენ“) გაძლევს საშუალებას, შენი ანგარიშები ერთ ლინკსა და QR კოდში გააზიარო. ფულს ჩვენ არ ვიღებთ, არ ვინახავთ და არ გადავრიცხავთ. აქ წერია, რა მონაცემებს ვაგროვებთ და რატომ.
რას ვაგროვებთ
- ანგარიში: ელფოსტა, პაროლი (მხოლოდ დაშიფრული სახით), მომხმარებლის სახელი, საჩვენებელი სახელი და, თუ დაამატებ, ფოტო.
- შენი ანგარიშები: IBAN, მფლობელის სახელი, შენიშვნა, საფულის მისამართი, Revolut ან PayPal სახელი. ეს ყველაფერი შენს საჯარო გვერდზე ჩანს.
- უსაფრთხოება: passkey-ის საჯარო გასაღები (თითის ანაბეჭდი შენს მოწყობილობას არ ტოვებს), შესვლის მცდელობები, ცვლილებების ისტორია და ერთჯერადი კოდები (დაშიფრული, იშლება 1 დღეში).
- სტატისტიკა: ნანახი გვერდები, „კოპირება“, „გადახდა“ და QR ღილაკზე დაჭერები, ქვეყანა, მოწყობილობის ტიპი, ბრაუზერი, საიდან მოხვედი და გვერდზე გატარებული დრო. ვიზიტორს ვითვლით ყოველდღე ცვალებადი ანონიმური კოდით, ამიტომ დღიდან დღეზე ვერ გადაგყვებით. IP მისამართს არ ვინახავთ.
რატომ
- სერვისის მოსაწოდებლად (ხელშეკრულება).
- ანგარიშების დასაცავად და თაღლითობის თავიდან ასაცილებლად (კანონიერი ინტერესი).
- იმის გასაგებად, როგორ იყენებენ საიტს, და მის გასაუმჯობესებლად (კანონიერი ინტერესი).
- უსაფრთხოების წერილების გასაგზავნად (მაგ. დადასტურების კოდი, ცვლილების შეტყობინება).
ვინ ხედავს მონაცემებს
- შენი საჯარო გვერდი ჩანს ყველასთვის, ვისაც ლინკი აქვს. ის Google-ში არ ინდექსირდება.
- საიტის ადმინისტრატორი ხედავს ანგარიშის მონაცემებს (ელფოსტის და ანგარიშების ჩათვლით) დახმარებისა და ბოროტად გამოყენების შესაჩერებლად.
- სერვისის მომწოდებლები, რომლებიც ჩვენი სახელით ამუშავებენ მონაცემებს: Supabase (მონაცემთა ბაზა), Vercel (ჰოსტინგი), Cloudflare (დომენი და ქსელი), Resend (ელფოსტა), Discord (ადმინისტრატორის შეტყობინებები რეგისტრაციასა და შესვლაზე).
- მონაცემებს არ ვყიდით და რეკლამას არ ვიყენებთ.
რამდენ ხანს ვინახავთ
- ანგარიშის მონაცემებს: სანამ ანგარიშს არ წაშლი.
- სტატისტიკას: მაქსიმუმ 13 თვე.
- ერთჯერად კოდებს: მაქსიმუმ 1 დღე.
შენი უფლებები
შეგიძლია მოითხოვო შენი მონაცემების ნახვა, შესწორება ან წაშლა. ანგარიშის წაშლა თავადაც შეგიძლია: ჩემი გვერდი, საშიში ზონა. შეკითხვებისთვის მოგვწერე: contact@gadmoricxe.ge. საჩივრით ასევე შეგიძლია მიმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (pdps.ge).
ბავშვები
სერვისი 16 წლამდე პირებისთვის არ არის განკუთვნილი.
ცვლილებები
პოლიტიკის შეცვლისას ამ გვერდს და განახლების თარიღს განვაახლებთ.